მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და ბიზნესის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
მოქალაქეები ითხოვენ მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, ზამთრის კურორტების გახსნას და ეკონომიკის ამუშავებას.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 48 საათი მისცეს მთავრობას რეგლუაციების მოსახსნელად, წინაამღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ სამთავრობო შენობების პიკეტირებას მოახდენენ.
შემდეგი აქცია სამშაბათს, 26 იანვარს არის დაგეგმილი.
საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი აცხადებს, რომ დღეს, ღამის 9 საათიდან, რუსთაველის გამზირზე გაივლიან, რითაც დემონსტრაციულად დაარღვევე გადაადგილების შეზღუდვის რეგულაციას.
პროტესტს უერთდებიან ლილო მოლის ბაზრობაზე დასაქმებული მოვაჭრეები. ისინი ითხოვენ ბაზრობების გახსნას სავაჭრო ცენტრების გახსნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში გზის გადაკეტვას აანონსებენ.
პარალელურად, აქცია გაიმართა მზიურის პარკში, სადაც მშობლებმა საბავშვო ბაღებისა და სკოლების გახსნა მოითხოვეს.
ფოტო: ფორმულა/ვახო ქარელი