დღეს საპარლამენტო ბიურომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის დებულება კენჭისყრით დაამტკიცა. რეგლამენტის თანახმად, ბიურო ამტკიცებს კომისიის დებულებას და, შესაბამისად, კომისიის დებულება დღეიდან ოფიციალურად შევიდა ძალაში.
დებულება კომისიამ ჯერ კიდევ წინა კვირას მიიღო და ამით განისაზღვრა კომისიის მუშაობის ფორმატი, კომისიის წევრთა და კომისიის ხელმძღვანელთა უფლებები და მოვალეობები. კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ დამტკიცდა უმრავლესობის წარმომადგენელი ლაშა თორდია, ხოლო კომისიის მდივნად _ ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი რატი მაისურაძე.