ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ტელეწამყვანის გარდაცვალების შესახებ Twitter-ზე, მის პირად ანგარიშზე გავრცელდა.
ლარი კინგი ლოს ანჯელესის სამედიცინო ცენტრში გადიოდა მკურნალობას.
იანვრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლარი კინგს კორონავირუსი დაუდასტურდა და ჰოსპიტალიზებული იყო.
ლარი კინგის სატელევიზიო კარიერა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. განსაკუთრებული პოპულარობა მას თოქშოუ Larry King Live-მ მოუტანა, რომელსაც ტელეკომპანია CNN-ის ეთერში 25 წლის განმავლობაში უძღვებოდა.