ცოტა ხნის წინ, ვაშინგტონში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია დასრულდა. საპრეზიდენტო ფიცი დადო ჯო ბაიდენმა, რითაც ის ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი გახდა.
ფიცი დადო ასევე კამალა ჰარისი, რომელიც პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი იქნება ქვეყნის ისტორიაში.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ინაუგურაციის ცერემონია გასულ წლებთან შედარებით მოკრძალებულად აღინიშნა. მრავალწლიანი ტრადიცია დაარღვია და მემკვიდრის ინაუგურაციას არ დაესწრო ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ინაუგურაციას ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტები და მათი მეუღლეები - ბილ კლინტონი, ჰილარი კლინტონი, ჯორჯ ბუში უმცროსი, ლარა ბუში, ბარაკ ობამა, მიშელ ობამა.
ამერიკის ეროვნული ჰიმნი ლედი გაგამ შეასრულა.
ცერემონიის დასრულებიდან მალევე ჯო ბაიდენი ყოფილ პრეზიდენტებთან ერთად არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე გაემართება, სადაც პატივს მიაგებენ უცნობი ჯარისკაცის ხსოვნას.
ამის შემდეგ, ჯო და ჯილ ბაიდენები თეთრი სახლისკენ წავლენ, სადაც მათ წესით, წარმავალი პრეზიდენტი და პირველი ლედი უნდა დახვედროდნენ, თუმცა ტრამპმა არ ისურვა მასპინძლობა და დროზე ადრე დატოვა რეზიდენცია.
ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ფიცს დებს
ჯო ბაიდენი ფიცს დებს, მის გვერდით დგას პირველი ლედი ჯილ ბაიდენი
ჯო ბაიდენი და მისი ოჯახის წევრები, მეუღლე ჯილ ბაიდენი, შვილები - ეშლი და ჰანტერ ბაიდენები
ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი
ლედი გაგა ინაუგურაციის ცერემონიაზე ამერიკის ეროვნულ ჰიმნს ასრულებს
ჯენიფერ ლოპესი ინაუგურაციის ცერემონიაზე
ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და მისი მეუღლე
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი და მისი მეუღლე ლორა ბუში
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მისი მეუღლე, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი
ჯო და ჯილ ბაიდენები
კამალა ჰარისი და მისი მეუღლე დაუგ ემოფი
ჯორჯ ბუში, ნენსი პელოსი, ბარაკ ობამა და მიშელ ობამა