შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულმა ჯო ბაიდენმა კაპიტოლიუმის შენობასთან საპრეზიდენტო ფიცი დადო.
ბაიდენის ფიცი უზენაესი სასამართლოს უფროსმა მოსამართლემ, ჯონ რობერტსმა ჩაიბარა.
ამიერიდან, ჯო ბაიდენი ოფიციალურად ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტია.
მანამდე ფიცი დადო, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა.