რითაც არასოდეს დავიღლები, ეს არის „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათ გადმონაშთებთან ბრძოლა, – განაცხადა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც მისი გადმონაშთები, რაც უნდა „ევროპული“ დაიწერონ წინ, ევროპული ძალები არ არიან.
„შეიძლება, მე რამით დავიღალო, მაგრამ არის ერთი რამ, რითაც არასოდეს დავიღლები და ეს არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მათ გადმონაშთებთან ბრძოლა. ამას თუ დასჭირდება მთელი ჩემი შეგნებული სიცოცხლე, მე ვიდგები პოლიტიკაში და მათ წინააღმდეგ ვიბრძოლებ, რომ არასდროს არ დაბრუნდნენ და ახალგაზრდა თაობებმა ევროპული საქართველო, ევროპული პოლიტიკა და ევროპული სახელმწიფო მიიღონ ფსევდო ევროპელი პოლიტიკოსების გარეშე. რადგან არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც მისი გადმონაშთები, რაც უნდა „ევროპული“ დაიწერონ წინ, ევროპული ძალები არ არიან. ისინი უკვე არიან ქუჩის გამარგინალებული პოლიტიკოსები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ზოგიერთ მათგანი მაინც გადაწყვეტს, რომ პარლამენტს დაუბრუნდეს. ეს არის ის, რითაც არასოდეს დავიღლები, დანარჩენი, რაც ასაკში შევალთ, თქვენც, მეც, უნდა ვისწავლოთ, როგორ გავიდეთ სცენიდან, მაგრამ ალბათ, დაღლა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეხება, ამაში არასოდეს დავიღლები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.