ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. “მკაცრი ლოქდაუნი” 8 თებერვლამდე გახანგრძლივდა. შესაბამისად, 8 თებერვლამდე კვლავ დახურული რჩება:
გასტრონომიისა და სტუმართმოყვარეობის სფეროები.
ყველა სახის კულტურული და სპორტული დაწესებულება.
აგრეთვე, სკოლები, დისტანციური სწავლების მეთოდის შენარჩუნებით.
დამატებით, 25 იანვრიდან, სავალდებულო ხდება ადამიანებს შორის 2 მეტრიანი ფიზიკური დისტანციის დაცვა, ასევე, ე.წ. FFP2-პირბადის ტარება სუპერმარკეტებსა და საზოგადოებრვი ტრანსპორტში.
ამასთან, ძალაში რჩება ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით აქამდე არსებული რეგულაციები.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის მეშვეობით უნდა დაუკავშირდნენ: +43 676 3259839