ყვე„ზოგადად, ოპოზიციური ერთობა, რომელზეც იყო საუბარი, ვხედავთ რომ იყო ქიმერა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის უკვე გამართული მოლაპარაკებების რაუნდებისა და მოსალოდნელი მეხუთე რაუნდის საკითხზე საუბრისას.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ეს მთლიანი მითი ჩამოიმსხვრა და არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა, რაღაც სხვადასხვა რიცხვი, რომელზეც მაშინ იყო საუბარი, ყველა გაბათილდა
„დამტკიცდა, რომ ყველაფერი იყო პირიქით და რომ 31 ოქტომბრის შედეგებზე ასახულია საქართველოს მოქალაქეების ნება. ვფიქრობ, ამის გაბათილება გარკვეულწილად გამოიწვევს უთანხმოებასაც ამ პარტიებს შორის, რადგან რთულია სიყალბეზე აწყობილ კამპანიაში ჩართულობა. როდესაც ესა თუ ის პარტიები რაღაც მომენტში აცნობიერებენ, რომ არ არსებობს არაფერი, რომელიც ადასტურებს პრეტენზიების სინამდვილეს, რთულია ერთობის შენარჩუნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.