საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან მომხდარ ფაქტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
"სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" საგანგაშოდ მიიჩნევს შემზარავ ფაქტს, როდესაც აფხაზეთიდან დევნილმა ნანა ფიფიამ თავის დაიწვა. სამწუხაროდ, ეს არის ლოგიკური შედეგი ხელისუფლების მხრიდან იძულებით გადაადგილებულ და სოციალურად დაუცველ პირთა უფლებებისა და კანონიერი მოთხოვნების სრული იგნორირებისა", _ აღნიშნულია მოძრაობის ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებასი.
მისი განცხადებით, აღნიშნული შემთხვევასთან დაკავშირებით "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" მთელ პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას ანიჭებს და მოითხოვს "ამ საზარელი ფაქტის, ასევე ბოლო თვეების განმავლობაში დევნილთა მიმართ გულგრილი, დანაშაულებრივი დამოკიდებულებისა და უპასუხისმგებლო ქმედებების გამო დაუყოვნებლივ დადგეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი".