გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერემმა უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს განუცხადა, რომ მას სურს თანამდებობზე დარჩეს მეორე ვადით.
გავრცელებული ცნობით, ანტონიო გუტერეში თავისი განზრახვის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის ოფიციალურად უახლოეს დღეებში შეატყობინებს.
გაეროს გენერალურ მდივანს ირჩევს გენერალური ასამბლეა უშიშროების საბჭოს წარდგინებით. გენერალურ მდივანს 5 წლის ვადით ირჩევენ. გენერალური მდივანი შესაძლოა არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.
კანდიდატი გენერალური მდივნის თანამდებობაზე უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან უმრავლესობამ - 9 წევრმა უნდა მოიწონოს, ამასთან მის წინააღმდეგ ხმა არ უნდა მისცეს ვეტოს უფლების მქონე უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი სახელმწიფოების ხუთეულიდან არც ერთმა.
ანტონიო გუტერეში გენერალური მდივნის რანგში მუშაობას 2017 წლის პირველი იანვრიდან შეუდგა. მისი თანამდებობაზე მუშაობის ხუთწლიანი ვადა 2021 წელს იწურება.