საგადასახადო ორგანოს საშუალება ეძლევა მოითხოვოს ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა. ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში შედის, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს საშუალება ეძლევა მოითხოვოს ყადაღადადებული ქონების პირდაპირ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გადაცემა.
ცვილელებების პროექტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს ეს უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საგადასახადო მოთხოვნა ტოლია, ან აღემატება ქონების საბაზრო ღირებულებას.
კანონპროექტის თანახმად, მოვალის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის, ან პირდაპირ სახელწმიფოს საკუთრებაში გადაცემის შესახებ საგადასახადოს შუამდგომლობას განიხილავს სასამართლო.
მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ყადაღადადებული ქომების რეალიზაციას ახდენს აღსრულების ეროვნული ბიურო. ხოლო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლიდან ვალის გასტუმრება შემდეგი თანმიმდევრობით მოხდება: 1. დაიფარება აღსრულების საფასური და აღსრულების ხარჯი. 2. ქონების ამოღებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები. აგრეთვე, ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული თანხები; 3. გადასახადის თანხები; 4 ჯარიმისა და საურავის თანხები.