შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას კორუმპირებულ ქმედებებში ადანაშაულებს. ამის შესახებ პომპეო მიკრობლოგ "ტვიტერზე" წერს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კორუმპირებული, პოლიტიზირებული და არაკომპეტენტურია. მთავარმა პროკურორმა ფატუ ბენსუდამ ბოროტად გამოიყენა მისი უფლებამოსილება, გარეულია კორუფციული ქმედებებში პირადი სარგებლის მიღების მიზნით და გაფლანგა მილიონები ამერიკელი სამხედროების სისხლის სამართლებრივი მავნებლური დევნით", - წერს მაიკ პომპეო.
გასული წლის სექტემბერში, შეერთებულმა შტატებმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართალოს (ICC) მაღალი რანგის მოხელეებს, მათ შორის სასამართლოს მთავარ პროკურორს ფატუ ბენსუდას სანქციები დაუწესა.
სანქციები დაუწესდა ასევე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს ფაკისო მოჩოჩოკოს.
მაიკ პომპეოს განცხადებით, სანქციების დაწესების გადაწყვეტილება განპირობებულია საერთაშორისო სასამართლოს მცდელობით, მიზანში ამოიღოს ამერიკის მოქალაქეები და არალეგიტიმურად დაუქვემდებაროს ისინი თავის იურისდიქციას.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, პროკურორ ფატუ ბენსუდას მეთვალყურეობით, იძიებს საქმეს ავღანეთში ამერიკელების მიერ შესაძლო სამხედრო დანაშაულის ჩადენის შესახებ.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ივნისში გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აშშ- ს საშუალებას აძლევს დაბლოკოს საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლების აქტივები და არ მისცეს მათ აშშ-ში შესვლის უფლება.
2019 წელს შეერთებულმა შტატებმა ფატუ ბენსუდას, რომელიც ავღანეთში ამერიკელების მიერ შესაძლო სამხედრო დანაშაულს იძებდა, ვიზის მოქმედება შეუჩერა.