რომის პაპი ფრანცისკე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მომავალ კვირას გაიკეთებს. ამის შესახებ თავად პონტიფიკოსმა განაცხადა.
"მომავალ კვირას ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციას ვატიკანში, მე უკვე მოვითხოვე ვაქცინის გაკეთება. ეს უნდა გავაკეთოთ", - თქვა რომის პაპმა.
ამავე დროს, რომის პაპმა გააკრიტიკა ის ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინის წინააღმდეგ გამოდიან.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ელისაბედ მეორემ და პრინცმა ფილიპმა.
ფოტო: Reuters