დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამი არ იძლევა იმის საშიშროებას, რომ ინფექციის აფეთქება მოხდეს.
მისივე თქმით, COVID-19-ის ახალი შტამის მიმდინარეობა მისი წინამორბედისგან არ განსხვავდება.
"ჯერჯერობით, ბრიტანეთის სამხრეთშია მარტო და ლონდონში. ახალმა შტამმა ჩაანაცვლა მოცირკულირე შტამები, მარგამ სხვა ქვეყნებში ახალი შტამის აფეთქება ჯერ აღწერილი არ არის. ერთი შემთხვევა, რომელიც ჩვენ გვაქვს გამოვლენილი, არ მგონია ჯერჯერობით რაიმე აფეთქების მომასწავებელი იყოს. მით უმეტეს, რომ მისი მიმდინარეობა არაფრით არ განსხვავდება ძველი შტამების სიმძიმისგან,“ - აცხადებს პაატა იმნაძე.
მისი თქმით, არის მონაცემები იმის თაობაზე, რომ ახალი შტამი ახალგაზრდებში მეტად ვრცელდება, თუმცა ამის შესახებ სამეცნიერო პუბლიკაციები არ გამოქვეყნებულა.