რომის პაპი ფრანცისკე 6 იანვარს სიქსტის კაპელაში ჩვილთა ტრადიციული ნათლობის ცერემონიალს აღარ გამართავს. იტყობინება ვატიკანის პრესსამსახური.
წმინდა საყდრის ცნობით, ღონისძიება კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა.
"სიფრთხილის გამო, ჯანდაცვის სიტუაციის გათვალისწინებით, წელს წმიდა მამის ხელმძღვანელობით ბავშვების ტრადიციული ნათლობა სიქსტის კაპელის სამლოცველოში არ გაიმართება", - ნათქვამია ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაში.
ვატიკანის განცხადებით, ბავშვები მოინათლებიან იმ სამრევლოებში, რომელთა წევრებიც არიან.
რომის პაპი სიქსტის კაპელაში ბავშვთა ნათლობას ყოველწლიურად ატარებს.