შეერთებული შტატების არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ, ტელეკამერების წინ გაიკეთა.
კამალა ჰარისმა ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის Moderna-ს ვაქცინა მიიღო.
"მსურს ყველას მოვუწოდო ვაქცინის მიღება - ეს უმტკივნეულო და უსაფრთხოა ... მეცნიერებს ვენდობი", - თქვა კამალა ჰარისმა ვაქცინაციის შემდეგ.
მანამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ, სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსებმა.
ფოტო: AP