ENG / RUS       12+

2020 წლის ფოტოქრონიკა

იანვრის დასაწყისში ავსტრალია ტყის ხანძრებმა მოიცვა. ხანძარმა გაანადგურა ტყეები, რომელთა საერთო ფართობი 100 ათას კვადრატულ კილომეტრს აღემატება და მილიარდზე მეტი ცხოველი დაიღუპა. მასშტაბურმა ხანძარმა გაანადგურა კოალას პოპულაციის თითქმის მესამედი. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ავსტრალიის ეკოსისტემას ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის სრულად აღსადგენად საუკუნე დასჭირდება.

EPA

3 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სპეცორაციის დროს მოკლეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი ელიტარული ქვედანაყოფის "ყუდსის" ლიდერი, გენერალი ყასემ სოლეიმანი. მისი ლიკვიდაციის ოპერაცია ერაყში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულებით განხორციელდა. გენერლის მკვლელობამ ირანში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. ირანის უზნეაესმა ლიდერმა პირობა დადო, რომ სოლეიმანის მკვლელობა არ დარჩება შურისძიების გარეშე. ათიათასობით ირანელი გამოვიდა ქუჩებში ქვეყნის მასშტაბით, ისინი ანტიამერიკულ ლოზუნგებს სკანდირებდნენ და წვავდნენ აშშ-ის დროშებს. 

EPA

13 იანვარს ფილიპინებში, დედაქალა მანილადან 70 კილომეტრის მოშორებით, ვულკანი ტაალი ამოიფრქვა. ვულკანური ფერფლის გამო, რომელიც მოედო უზარმაზარ ტერიტორიას, 8 000 ადამიანი ევაკუირება გახდა საჭირო.

ZUMA

26 იანვარს კალიფორნიის შტატის ქალაქ კალაბასასში ვერტმფრენის კატასტროფის დროს დაიღუპა ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი კობი ბრაიანტი. ვერტმფრენში 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის კალათბურთელის 13 წლის ქალიშვილი ჯიანა.

Reuters

იანვრის მიწურულს, აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებს კალიები შეესივნენ. როგორც იუწყებიან, ეს იყო ბოლო 25 წლის განმავლობაში კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევა. მილიონობით მწერმა გაანადგურა ათობით ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, რამაც მოსახლეობა შიმშილის რისკის ქვეშ დააყენა.

EPA

31 იანვარს გაერთიანებულმა სამეფომ დატოვა ევროკავშირის შემადგენლობა.

Reuters

2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა პნევმონიის აფეთქება. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაავადების მიზეზი იყო ადრე კორონავირუსი. მოგვიანებით, ჯანმრთელობის მსოფლი ოორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა, როგორც საერთაშორისო ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა. 3 თებერვალს, უხანში 10 დღეში აშენებულმა კორონავირუსის სამკურნალო პირველმა სპეციალურმა საავადმყოფომ დაიწყო პაციენტების მიღება.

EPA

9 თემერვალს ლოს ანჯელესში გაიმართა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს, ოსკარის გადაცემის ცერემონია. ბრედ პიტმა მიიღო მისი პირველი ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის კვენტინ ტარანტინოს ფილმში "ერთხელ ჰოლივუდში".

Reuters

პანიკამ, რომელიც კორონავირუსის აფეთქებას მოჰყვა, სამედიცინო ნიღბებისა და სხვა პირადი დამცავი აღჭურვილობის დეფიციტი შექმნა. 26 თებერვლისთვის კორონავირუსული ინფექციის შემთხვევები დაფიქსირდა ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა.

EPA

2020 წლის თებერვალში მალტის კუნძულის ზომის აისბერგი მოწყდა ანტარქტიდის ერთ-ერთ მყინვარს, რომელის ამუნდსენის ზღვის სანაპიროზე მდებარებს. ეს მყინვარი ანტარქტიდის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად დნობადი მყინვარია.

Reuters

მარტის ბოლოს, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი მოექცა სხვადასხვა სახელმწიფოს მიერი დაწესებული შეზღუდვების ქვეშ, რათა აღკვეთილიყო კორონავირუსის გავრცელება. მინიმუმ 3 მილიარდმა ადამიანმა 41 ქვეყანაში გაიარა იზოლაცია, ხოლო 1.5 მილიარდზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა მკაცრ საკარანტინო პირობებში.

Reuters

31 მარტს პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ მეგან მარკლმა ოფიციალურად უარი თქვეს სამეფო მოვალეობების შესრულებაზე. მანამდე მათ სამეფო ოჯახთან შეთანხმებით ჩამოერთვა „მისი სამეფო უდიდებულესობის“ ტიტულები. მათ ასევე უარი თქვეს სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარების მიღებაზე.

EPA

აპრილში შეერთებულმა შტატებმა ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა. ნიუ იორკი კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრი გახდა. უზარმაზარი მეტროპოლიის ქუჩები ცარიელია.

Reuters

მაისის შუა რიცხვებში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 4 მილიონს გადააჭარბა.

Zuma

21 მაისს პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი Airbus 320 ჩამოვარდა ჯარაჰის აეროპორტთან კარაჩიში. ბორტზე 99 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი გარდაიცვალა. თვითმფრინავი ჩამოვარდა მჭიდროდ დასახლებულ ადგილას, დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე. ავარიის შედეგად რამდენიმე სახლი განადგურდა. ავარიის მიზეზი მფრინავებისა და დისპეტჩერების შეცდომა იყო.

AP

25 მაისს შეერთებულ შტატებში მინეაპოლისში პოლიციელთა ხელში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებამ საპროტესტო ტალღა გამოიწვია. 40-ზე მეტმა ქალაქში დაწესდა კომენდანტის საათი. გარდაცვლილის ახლობლები და საზოგადოება ითხოვდა მკვლელობის საქმის გახსნასა და დამნაშავეების დასჯას. საპროტესტო ტალღამ ვაშინგტონს მიაღწია, აქტივისტებმა რამდენიმე დღის განმავლობაში ალყა შემოარტყეს ტერიტორიას თეთრ სახლთან. დაკავებულის სიკვდილში მონაწილე ოფიცერი დააკავეს.

AP

30 მაისს SpaceX-ის ამერიკული კოსმოსური ხომალდი Crew Dragon, რომელშიც ორი ასტრონავტი იმყოფებოდა, საცდელი ფრენის ფარგლებში წარმატებით გავიდა ორბიტაზე. SpaceX გეგმავს Crew Dragon-ით კოსმოსში ტურისტების გაყვანას.

სათაური

ივლისის დასაწყისში კორონავირუსმა ამაზონის მკვიდრ მოსახლეობას მიაღწია და იანოამის ტომის ოთხი წევრის სიცოცხლე შეიწირა, რომლებიც იზოლირებულნი იყვნენ თანამედროვე ცივილიზაციისგან.

EPA

ივლისში დედამიწის მცხოვრებლებს შეეძლოთ ცაზე დაეთვალიერებინათ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე კაშკაშა კომეტა, რომელიც 2020 წლის 27 მარტს აღმოაჩინეს Neowise ტელესკოპის გამოყენებით.

Zuma

25 ივლისს იაპონური ხომალდი MV Wakashio მავრიკიის სანაპიროსთან დაზიანდა. დაახლოებით ათასი ტონა ნავთობი დაიღვარა ოკეანეში დაზიანებული გემიდან, კუნძულოვანი სახელმწიფოს სანაპირო ზოლის გასწვრივ, დაცულ ტერიტორიებზე. მავრიკის ხელისუფლებამ გარემოს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საფრთხე დაემუქრა უნიკალურ ბუნებას და მარჯნის რიფებს.

Reuters

4 აგვისტოს ლიბანში, ბეირუთის პორტში მასშტაბური აფეთქება მოხდა. აფეთქება საწყობში განთავსებმა 2 750-მა ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საბაჟო სამსახურებმა 6 წლის ჩამოართვეს ერთ-ერთ ხომალდს. აფეთქებამ 170 ადამიანზე მეტი იმსხვერპლა. დაახლოებით 6 ათასი დაშავდა.

AP

9 აგვისტოს ინდონეზიაში გაიღვიძა სინაბუნგის ვულკანმა, რომელიც მდებარეობს სუმატრას ჩრდილოეთ ნაწილში. მიმდებარე ტერიტორიაზე გზები და სახლები ნაცრის სქელი ფენით დაიფარა. სინაბუნგი 2010 წლიდან აქტიურია და პერიოდულად იფრქვევა. მანამდე ვულკანი 400 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიძინებულად ითვლებოდა.

Zuma

9 აგვისტოს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობები არ წყდება მინსკში და ბელარუსის სხვა ქალაქებში. გამარჯვებულად გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ამ პოსტს იკავებს 1994 წლიდან. ოპოზიციამ არჩევნების შედეგები გაყალბებულად მიიჩნია. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ლუკაშენკას გადადგომას, პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას. საპროტესტო მოძრაობას სასტიკად უსწორდება ბელარუსის უსაფრთხოების ძალები.

სათაური

აგვისტოს შუა რიცხვებში COVID-19– ით ინფიცირებულთა რიცხვმა 20 მილიონს გადააჭარბა. ხოლო იმ დროისთვის, საერთო ჯამში, ამ დაავადებით 730 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

Reuters

აგვისტოს ბოლოს განისაზღვრა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატები. ჯო ბაიდენმა მიიღო დემოკრატიული პარტიის ნომინაცია, რათა პარტიის სახელით კენჭი ეყარა არჩევნებში.

Reuters

10 სექტემბერს, სან-ფრანცისკოს ცაზე ნარინჯისფერი გახდა ფართომასშტაბიანი ტყის ხანძრების გამო. კვამლმა მოიცვა შეერთებული შტატების თითქმის მთელი დასავლეთი სანაპირო. კალიფორნიის შტატში ხანძრის ფართობმა 2018 წლის რეკორდი მოხსნა და 900 ათას ჰექტარს გადააჭარბა.

AP


სექტემბრის შუა რიცხვებში ხანძარმა მოიცვა ბრაზილიაში არსებული მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ჭაობიანი კომპლექსი პანტანალი, სადაც ათასობით სხვადასხვა მცენარისა და ცხოველის სახეობა ცხოვრობს.

AP

შემოდგომაზე ევროპის ქვეყნებში გართულდა კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური ვითარება. პანდემიის მეორე ტალღის დროს, ვირუსით გარდაცვალების ყველაზე მაჩვენებელი დაფიქსირდა ესპანეთში. ფოტოზე გამოსახულია ბარსელონის კლინიკის პაციენტი, რომელიც ხმელთაშუა ზღვას გასცქერის.

AP

16 ოქტომბერს ტაილანდის პრემიერ მინისტრმა გენერალმა პრაიუტ ჩან-ოჩამ გააფართოვა 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა ბანკოკში გაძლიერებული პროტესტის ფონზე. მომიტინგეებმა მოითხოვეს მისი გადადგომა, ახალი კონსტიტუციის მიღება და მონარქიის რეფორმა. ბანგკოკში ვითარება ივლისის დასაწყისში დაიძაბა, ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.

Reuters

27 სექტემბრიდან 9 ნოემბრამდე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო მოქმედებები გრძელდებოდა მთიან ყარაბაღში. კონფლისქტის შედეგად დაიღუპნენ ასობით სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე ორივე მხრიდან. მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, ბევრმა სომხურმა ოჯახმა დატოვა სოფლები, წაიღეს მთელი ქონება, მათ შორის სახლები.

AP

30 ოქტომბერს, თურქეთში, იზმირში 7-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 102-ს მიაღწია, ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა.

AP

აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენთან დამარცხდა. ხმის მიცემა გაიმართა 3 ნოემბერს. ტრამპი არ აღიარებს დამარცხებას და განაგრძობს სასამართლოს მეშვეობით არჩევნების შედეგების გასაჩივრებას.

Reuters

დეკემბრის დასაწყისში, კალიფორნიამ გამოაცხადა ხანძრის გამო მასობრივი ევაკუაცია. ამ წლის დასაწყისიდან შტატში ხანძარმა გაანადგურა 1,62 მილიონ ჰექტარზე მეტი.

AP