აშშ-ის ენერგეტიკის სამინიტროს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2010 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით აშშ-ში დიზელის საწვავის საცალო ფასმა შეადგინა 3,067 დოლარი/გალონზე (დაახლოებით 81.0 ცენტი/ლიტრზე).
გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში დიზელის საწვავის საცალო ფასი 0.6 ცენტით შემცირდა, ხოლო მისი საშუალო ფასი დადგინდა 26.6 ცენტით მაღლა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
მიმდინარე წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით აშშ-ში ავტოგასამართ სადგურებზე გალონი დიზელის საწვავი საშუალოდ 25.0 ცენტით ძვირია გალონ ბენზინზე, რომელმაც ამ პერიოდისათვის შეადგინა 2,817 დოლარი/გალონზე. აშშ-ში დიზელის საწვავი საცალო ფასი ბენზინის საცალო ფასზე მაღალი 2009 წლის 17 აგვისტოს შემდეგაა.
აშშ-ში დიზელის საწვავის საცალო ფასის ისტორიულ მაქსიმუმად ითვლება 2008 წლის 14 ივლისს დაფიქსირებული ფასი - 4,764 დოლარი/გალონზე.
მასალის გამოყენების პირობები