"ევროპის სახალხო პარტია" მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. განცხადება პარტიის "ტვიტერის" ანგარიშზე გავრცელდა.
"ევროპის სახალხო პარტია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც მიმართულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი.
მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს სვლა ევროკავშირის დეკლარირებული ღირებულებებისკენ და ნაცვლად იმისა, რომ შეზღუდოს ოპოზიციის დემოკრატიული უფლება, დაუბრუნდეს კონსტრუქციულ დიალოგს, მოძებნოს კომპრომისული გადაწყვეტა, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს ყველა მოქალაქეს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ინიცირებული კანონპროექტით, პარტიას გაუუქმდება რეგისტრაცია, რომლის ლიდერიც არ იქნება საქართველოს მოქალაქე და არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.