ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველოს პოზიცია რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით დიდი ხანია მკაფიოა. ბოკერიას თქმით, დიქტატურათან შეგუება არის კატასტროფა, ხოლო რევოლუცია, როგორც მშვიდობიანი, ისე არამშვიდობიანი სახის, არის ქვეყნისთის ძალიან სარისკო.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ სწორედ ამისგან თავის ასაცილებლად არის საჭირო ვადამდელი ნორმალური არჩევნები, რათა ქვეყანამ თავიდან აიცილოს, ერთიმხრივ, საფრთხე სტაგნაციისა და დიქტატურის, ხოლო ,მეორემხრივ, რისკი ნებისმიერი სახის რევოლუციისა.
„ჩვენი პოზიცია ამასთან დაკაშირებით დიდი ხანია მკაფიოა. დიქტატურასთან შეგუება არის კატასტროფა, რევოლუცია არის ძალიან სარისკო ქვეყნისთვის, მშვიდობიანიც და მითუმეტეს არამშვიდობიანიც, სწორედ ამისგან თავის ასაცილებლად არის საჭირო ვადამდელი ნორმალური არჩევნები.
ამრიგად, ეს არის სწორედ გამოსავალი, იმისთვის, რომ ავიცილოთ თავიდან ერთიმხრივ, კატასტროფული საფრთხე დიქტატურისა და სტაგნაციის და მეორე მხრივ, რისკები ნებისმიერი სახის რევოლუციის. სწორედ ამიტომ გვინდა ვადამდელი ნორმალური არჩევნები.“ - განაცხადა ბოკერიამ.