დღეს, 27 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ოქტომბერს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დორექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი სამთავროს ველზე შემეცნებით პროგრამას დევნილ ბავშვებს გააცნობენ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით იუნესკოს არქეოლოგიურ საიტზე - სამთავროს ველზე ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოები განხორციელდა. ძეგლის ინფრასტრუქტურული მოწყობის პირველი ეტაპი დასრულებულია - ტერიტორიაზე დამონტაჟებულია საინფორმაციო ბანერები და ნიშნულები, რაც ტურისტებს სამთავროს ველის უძველესი ისტორიით შემეცნებას აადვილებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით სამთავროს ველზე უკვე რამდენიმე კვირაა საბავშვო შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება.
საგანმანათლებლო პროგრამა სხვადასხვა ასაკის სკოლის აღსაზრდელისთვის არის განსაზღვრული და ქვეყნის უძველეს კულტურასა და მისი დაცვის აუცილებლობას ბავშვებს პატარა ასაკიდან აზიარებს.