საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პაგაის კუნძულებზე ცუნამის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. აღნიშნულის შესახებ საგარეო უწყებამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას 2010 წლის 25 ოქტომბერს ინდონეზიის რესპუბლიკის დასავლეთ სუმატრას პროვინციის სამხრეთ და ჩრდილოეთ პაგაის კუნძულებს თავსდატეხილი დამანგრეველი ცუნამის გამო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა", - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრო თანადგომასა და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს.