ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ დღეს გამოქვეყნებული "კორუფციის აღქმის ინდექსის" მიხედვით, საქართველოს კორუფციის აღქმის უფრო დონე აქვს, ვიდრე მის მეზობელ სახელმწიფოებს, თურქეთის გამოკლებით.
თურქეთი 4,4 ქულით 56 - ე ადგილზე. საქართველო კი 3.8 ქულით 68 ადგილზე.
საქართველოს დანარჩენი მეზობლები "კორუფციის აღქმის ინდექსის" მიხედვით ასეულს მიღმა იმყოფებიან.
სომხეთის ინდექსი 2,6 ქულას შეადგენს და ეს ქვეყანა 123-4 ადგილზე იმყოფება. აზერბაიჯანი 134-ე ადგილზეა 2.4 ქულით.
მსოფლიოს უდიდეს ქვეყნის რუსეთის კორუფციის აღქმის ინდექსი 2,1 ქულით აღინიშნება და 178 ქვეყანას შორის 154-ე ადგილზეა.