სრულიად სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია კათოლიკოსის მიმართვაში, რომელსაც სომხური მედია ავრცელებს.
"ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი შიდა დაძაბულობის, სერიოზული საგარეო და შიდა პრობლემების, ასევე პრემიერ-მინისტრისადმი საზოგადოების ნდობის არარსებობის გამო, ჩვენ ვთხოვეთ მას დაეტოვებინა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული რყევები, შესაძლო შეტაკებები და ტრაგიკული მოვლენები", - ნათქვამია კათოლიკოსის მიმართვაში.
გარეგინ II მოუწოდებს სომხეთის პარლამენტს, აირჩიოს ახალი პრემიერ მინისტრი პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციით და შექმნას ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა.
შეგახსენებთ, დღეს ამოიწურა ვადა, რომელიც სომხეთის ოპოზიციამ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისთვის მისცა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ქვეყანაში ფართომასშტაბიანი არჩევნები იმართება.