ბიძინა ივანიშვილს ნააზრევს გველაპარაკებიან სხვები – ვოლსკი, კობახიძე, მდინარაძე, - ამის შესახებ კოსერვატიული პარტიის ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანოა "ქართული არხის" ეთერში, გია გაჩეჩილაძის გადაცემაში ისაუბრა.
"მე ასეთი მმართველობა არ მახსოვს საქართველოში. დისტანციური მმართველობაა. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, გლდანში იყო ასეთი შემთხვევა, რომ ლევან კობიაშვილის პრეზენტაცია გააკეთა ქართულმა ოცნებამ და კობიაშვილის პრეზენტაციაზე ვიდეოჩანაწერი გაუშვეს ბიძინა ივანიშვილის. ბიძინა ივანიშვილიც იქ იყო და ჩანაწერი გაუშვეს", - თქვა ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ პარლამენტი და მისი ყველა წევრი, [უმრავლესობიდან], არის ვალდებული ბიძინა ივანიშვილის წინაშე.
"პარლამენტი და მისი ყველა წევრი, უმრავლესობას ვგულისხმობ, არის ვალდებული ბიძინა ივანიშვილის წინაშე. მთავრობა და ყველა მისი მინისტრი, ანგარიშვალდებულია არა პრემიერ-მინისტრის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე. სასამართლო –ბიძინა ივანიშვილის, ბიზნესი – ბიძინა ივანიშვილის", - თქა ძიძიგურმა.