გამოწვევებით სავსე პერიოდში „Trace International“-მა გამოაქვეყნა ანტიკორუფციული რეიტინგი. აღსანიშნავია, რომ კორუფციისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროპის სახელმწიფოებს შორის საუკეთესო ოცეულში იკავებს ადგილს”- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.
“საქართველოს ევროპაში მოწინავე პოზიციები უჭირავს ისეთი კომპონენტების გათვალისწინებით, როგორიცაა ანტიკორუფციული კანონმდებლობა და აღასრულება, ასევე მთავრობისა და საჯარო სერვისების გამჭვირვალობა. გლობალურად, საქართველოს 194 სახელმწიფოს შორის 28-ე პოზიცია უჭირავს და ამ ნიშნულით ის უსწრებს ევროპის კავშირის მრავალ წევრ სახელმწიფოს. საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ისეთ კომპონენტში, როგორიცაა მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის დაბალი ხარისხი და ამ მაჩვენებლით საქართველო უპირობო ლიდერია, რადგან მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს წარმოადგენს ანტიკორუფციულ სფეროში საქართველოს მთავრობის პოლიტიკის მორიგ აღიარებას ახლა უკვე 2020 წელს. ეს მიუთითებს, რომ დადებითად და პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის განგრძობადი და შეუქცევადი ძალისხმევა ანტიკორუფციულ სფეროში. ზუსტად ამ პოლიტიკის, კოორდინირების და უწყებათშორისი ძალისხმევის წარმართვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მექანიზმია ანტიკორუფციული უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ ეს რეიტინგი მიუთითებს ქვეყნის წინსვლაზე გამოწვევებით სავსე პერიოდში და ქვეყანაში ინსტიტუციური დემოკრატიის კონსოლიდაციას და ინსტიტუციური დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს განგრძობადი და ეფექტური ინსტიტუტების არსებობას” - აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ.