შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა უმნიშვნელო გვერდითი ეფექტები ექნება. ამის შესახებ ფაუჩიმ Facebook-ის აღმასრულებელ დირექტო მარკ ზაკერბერგთან ვიდეკონფერენციისას განაცხადა.
მისი თქმით, გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს ტემპერატურის მომატება ან მსუბუქი ტკვილი მკლავის მიდამოში.
"როდესაც ადამიანი ვაქცინას იკეთებს, ის იღებს ამაზე რეაქციას. ზოგიერთმა შესაძლოა ტკივილი იგრძნოს მკლავზე. ზოგს მცირედით სუსხის შეგრძნება გაუჩნდება, დაახლოებით ისე, როგორც გრიპის დროს. ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილს შეიძლება ტემპერატურა მოემატოს. ყველა ეს შეგრძნება გაქრება 24 საათში, ან მაქსიმუმ 48 საათში", - განაცხადა ფაუჩიმ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ვაქცინის გვერდითი ეფექტების შესახებ მოსახლეობასთან გულწრფელი კომუნიკაცია.
"ორგანიზმის ეს რეაქცია ნიშნავს იმას, რომ ის კარგად რეაგირებს ვაქცინაზე", - დასძინა ფაუჩიმ.