როგორც ვაკეთებდით, კონსერვატორიული მიდგომა, თუ არ აირჩია სახელმწიფომ, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, როგორც 2X2=4-ია, აუცილებლად, ძალიან მალე ჩამოინგრევა, - თქვა "რუსთავი2-თან" საუბარში თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.
რატიანმა ასევე ისაუბრა შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას მძიმედ დაშავებული პირების შესახებაც და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 3 ადამიანი, კრიტიკულ მდგომარეობაში შევიდა კლინიკაში სამედიცინო პერსონალმა მათი გადარჩენა და განკურნება შეძლო.
ამ კონტექსტში რატიანმა კლინიკის გადატვირთულობაზე კიდევ ერთხელ გააკეთა აქცენტი და კითხვაზე, რა მოხდება, თუ ამ მომენტშიც მსგავსი მძიმე პაციენტები მიაკითხავენ მის კლინიკას, რატიანმა განაცხადა რომ ეს კოლაფსს გამოიწვევს:
"კოლაფსი, იმიტომ, რომ ამ წუთში, რეანიმაციას არ აქვს საშუალება არც ერთი პაციენტის მიღების საწოლფონდის არარსებობის გამო. დღითიდღე იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. თუ ადამიანებმა არ შეიცვალეს ფსიქოლოგიური განწყობა და ისევ ისე, როგორც ვაკეთებდით, კონსერვატორიული მიდგომა, თუ არ აირჩია სახელმწიფომ, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, როგორც 2X2=4-ია, აუცილებლად, ძალიან მალე ჩამოინგრევა. ვიძახდი და გავიმეორებ, ჩვენც რესურსი გვაქვს, აუცილებლად დადგება მომენტი, საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, გარდაუვალია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მკურნალობა წავა არჩევითად, რაც ძალიან ცუდია და სულ ამაზე მტკიოდა გული, რომ ექიმობა თავის პრინციპს დაკარგავს“, - განაცხადა რატიანმა.
მისი თქმით, გადარჩენის ამოსავალი წერტილი ინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტაა. ლევან რატიანის თქმით, პაციენტების ტრიაჟი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს მოუწევს.