შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა.
პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის გენერალური სერვისების ადმინისტრაციამ, რომელიც ხელისუფლების გადაბარების პროცედურებს უზრუნველყოფს, "ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც გასაკეთებელია.
მიუხედავად ამისა, ტრამპი ირწმუნება, რომ გააგრძელებს ბრძოლას და გამარჯვებაში დარწმუნებულია.
ცოტა ხნით ადრე, გენერალური სერვისების ადმინისტრაციამ (GSA) განაცხადა, რომ ის ჯო ბაიდენს მიიჩნევს, როგორც არჩევნებში "დამაჯერებლად გამარჯვებულს". ადმინისტრაციის ამ განცხადებას წინ უსწრებდა, მიჩიგანის შტატის მიერ ჯო ბაიდენის გამარჯვების სერტიფიცირება (დადასტურება).
გენერალური სერვისების ადმინისტრაციის განცხადების შემდეგ, მალევე განცხადება გაავრცელა პენტაგონმა, სადაც ნათქვამია, რომ მხარს დაუჭერენ ბაიდენის გუნდს "პროფესიონალურად, წესების დაცვით და ეფექტურად, სწორედ ისე, როგორც ამას ამერიკის მოსახლეობა მოელის თავდაცვის დეპარტამენტისგან".
დონალდ ტრამპისა და გენერალური სერვისების ადმინისტრაციის განცხადებას უკვე მიესალმნენ ჯო ბაიდენის გუნდში.