ამიტომ, მივმართავ ჩვენს პატივცემულ მოსახლეობას, რომ თუ ლოკდაუნი არ გვინდა და ეს არავის გვინდა, მაშინ უნდა შევასრულოთ ის ელემენტარული რეგულაციები, რომელიც გაწერილია: პირბადე ღია და დახურულ სივრცეში, სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი შეკრებებიდან თავის არიდება და ხელების ჰიგიენა, - ამბობს ტვ იმედის ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
მისი თქმით, ერთეული ქვეყნებია, რომლებმაც ლოკდაუნი არ გამოაცხადეს და საქართველო იმ ერთეული ქვეყნების რიცხვში შედიოდა, რომელმაც ლოკდაუნი არ გამოაცხადა და დანარჩენი ევროპა გადაწითლებულ-გადავარდისფერებულია.
„ჩვენ გავითვალისწინეთ ქვეყნის ინტერესები, ეკონომიკის ინტერესები, რომ არ მოხდეს რეცესია, ხალხის სურვილი, რომ არ შეუქმნას დისკომფორტი ლოკდაუნმა და საარჩევნო პროცესი, რომ მას ჩრდილი არ მიადგეს და ვთქვათ, ყველას გვქონდეს გამოხატვის თავისუფლება, ლოკდაუნზე არ წავიდა ჩვენი მთავრობა და ჯერჯერობით მაინც ინარჩუნებს კლინიკური სექტორი იმის უნარს, რომ გაუმკლავდეს პაციენტების გაზრდილ რაოდენობას, მაგრამ არ შეიძლება უსასრულოდ კლინიკური სექტორის შესაძლებლობების გამოცდა“, - თქვა ცერცვაძემ.