ნებისმიერი ლეგენდებით, ვერსიებით, ეგზიტპოლებით, გამოკვლევებით და ა.შ, ჩვენ მათივე მონაცემებითაც 40 პროცენტზე მეტი მივიღეთ ხომ?! როგორ იქნება აბა კოალიციური მთავრობა, ვერ იქნება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა "მოამბე – დღის თემის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნები ოპოზიიის მოდელით ჩატარდა.
"სიამოვნებდა ეს ჩვენს ამომრჩეველს?! არ სიამოვნებდა. გავუცრუეთ ჩვენ ჩვენს ამომრჩეველს იმედი იმით, რომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული მოდელით ჩავატარეთ არჩევნები?! რა თქმა უნდა გავუცრუეთ, მაგრამ მათივე მოდელით ჩატარებულ არჩევნებში, ჩვენ ვართ პირველი ძალა. ამას ვიღაცა გაუსწორებს თვალს, ვიღაცა - არა", - თქვა წულუკიანმა.