"კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ეხმიანება მთავრობის მოწოდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საპროტესტო აქციებმა შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლი გაზარდოს და პიკი უფრო ადრე დადგეს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ჩარკვიანმა ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ხალხი აზვირთებულია და ამ ტალღას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს.
"ახლა იყენებენ, რომ კოვიდია. მართლაც არის, კოვიდი იყო მაშინაც, როდესაც კალაძის ავტობუსებში და თქვენს დენდროლოგიურ პარკში ჭყლეტვა იყო, ამიტომ აღარ გენდობათ ხალხი. ჩვენ ვერ ვაჩერებთ ოპოზიცია, იმიტომ რომ აზვირთებულია და ჩვენც გაგიჟებული ვართ და სარჩელი შეგვაქვს, იმ ტალღას თქვენ ვერ გააჩერებთ ვერც კოვიდით, ვერც ვერაფრით, იმიტომ რომ ვერ აქცევთ ამ ქვეყანას ფეოდალურ ოლიგარქიულ ჭაობად", - თქვა თაკო ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ, კვირას, 15:00 რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას გამართავენ.