მზად ვართ ოპოზიციასთან დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ეს მნიშვნელოვანია, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე
„ნებისმიერი მოლაპარაკება და შეთანხმება შეიძლება მოხდეს მსგავსი პროტესტის გარეშე, ბევრად უფრო ცივილურად და ეფექტურად და არ გამოვიყენოთ ბოროტად ჩვენი ემოციები და პირადი ინტერესები და არ გავავრცელოთ ინფექცია ქვეყანაში“, - თქვა ტიკარაძემ.