"ნაციონალური მოძრაობის წევრები" და აქტივისტები გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად სააკაძის მოედნიდან ცესკოს მიმართულებით მსვლელობით აპროტეტებენ.
გაერთიანებული ოპოზოცია მშვიდობიანი მსველობით ფლაერებს არიგებეს და მოსახლეობას მოუწოდებს, კვირას , 8 ნოემებრეს, 3 საათზე , უერთდნენ აქციას პარლამენტთან, რათა ერთად იბრძოლონ სამართლიანი არჩევნებისთის.
მსვლელობა დაიწყო ავლაბრის მეტროდანაც.
„კიდევ ერთხელ ვაპროტესტებთ ივანიშვილის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას სახელწოდებით - არჩევნები. მას უნდა და ეგონა, რომ საქართველოს გადააქევდა ჭორვილად, მაგრამ ქართველი ხალხი ამას არ აპატიებს. კვირას რუსთაველზე იმდენი ადამინის თავშეყრას ნახავს ივანიშვილი, რომ იძულებული გახდება დაუთმოს ქართველ ხალხს და განმეორებითი არჩევნები ჩაატაროს" - ამბობს ბესო გაზდელიანი, აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
შგახსენებთ, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის პროტესტი უკვე მეექვსე დღეა გრძელდება.
ოპოზიცია დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, საოლქოებთან აპროტესტებს იმ შედეგების დაკანონებას, რომელიც ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებზე დაწერა. ხელისუფლების ოპონენტები მასობრივ გაყალბებაზე საუბრობენ, თუმცა ცეკსოც და ხელისუფლებაც ამ ბრალდებებს უარყოფს.