ვინ ედავება საბურთალოზე სერგეენკოს გამარჯვებას? რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია, ან, თუნდაც ჩემს გამარჯვებას? - აცხადებს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში გიორგი ვოლსკი, "რუსთავი 2"-ის ეთერში.
მისი თქმით, ქვეყანაში ევროპული დონის არჩევნები ჩატარდა და ის რაც ქუჩაში ხდება ახლა საპროტესტო აქციის სახით რევოლუციის სახეს იღებს.
"ვინ ედავება საბურთალოზე სერგეენკოს გამარჯვებას? რომელმაც რადიკალურად შეცვალა საქართველოს ისტორია, და ამდენი ხალხი სასიკვდილო სარეცელიდან წამოაყენა ან, თუნდაც ჩემს გამარჯვებას? რატომ მაქვს 43% და რატომ არა მაქვს 54% ან 53%?
თავიდან ბოლომდე ყველა უბანი ჩამოვიარე, მაინტერესებდა რა სურათი იქნებოდა და როგორ ჩატარდებოდა არჩევნები. ყველაფერი ჩატარდა ევროპულ დონეზე,"- განაცხადა გიორგი ვოლსკმა.
გიორგი ვოლსკიმ ასევე მოსალოდნელ აქციებზე ისაუბრა.
"ნათელაშვილია ერთ-ერთი ლიდერი და მეორე სააკაშვილი, რომელიც მუდმივად საუბრობს არეულობაზე. ისინი ამბობენ, რომ არ შეიძლება არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვალოს.
სამწუხაროა, რომ საქართველოში არამხოლოდ ოპოზიცია, არამედ უმრავლესობის ბევრი მხარდამჭერიც ცდილობს აქცია გამართოს თავისი ხმების დასაცავად. საქართველოა და შუაზე ხო არ გავგლეჯთ არა?!
საზოგადოებაში წითელი ხაზის გავლება და ანტაგონიზმი ვისი ხელწერაც იყო ხო ვნახეთ ყველამ? სისხლის ღვრას ვინ გეგმავდა ხო მოვისმინეთ ყველამ? ხომ ხედავთ რაც ხდება და ვინ ვისი ენით საუბრობს.
ოპოზიცია იმ კალაპოტში ზის, რომელიც სააკაშვილმა გამოთხარა და რომელშიც შედის ნათელაშვილის თამადობით დანარჩენი კლასტერი,"- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.