"ყველა პარტიამ ძალიან კარგად იცის რისი მკადრებელი ხართ, - "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება.
"ძალიანაც რომ უნდოდეს რომელიმე პარტიას ახლა მაგის გაკეთება, თქვენ ხომ ამის გზა გადაუჭერით, ანუ პრაქტიკულად ყველას უთხარით, რომ ის პარტია რომელიც დააპირებს პარლამენტი შემოსვლას, გაიყიდა თქვენს მიერ გადმოგდებულ დაფინანსებაზე.
საბედნიეროდ, არავინ არ აპირებდა ამის გაკეთებას, არც ერთი პარტია ამის გაკეთებას არ ფიქრობს, ყველა პარტიამ ძალიან კარგად იცის რისი მკადრებელი ხართ და ყველაფერი რომ თქვენთვის ფულია და მეტი არაფერი, მაგრამ თქვენ ნამდვილად ვერ აზროვნებთ", - თქვა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვიან, სახელმწიფო დაფინანსება უნდა შეუწყდეთ.