ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ "გირჩი" ერთგული დარჩება იმ გადაწყვეტილების, რასაც საერთო ოპოზიციური სპექტრი მიიღებს. "გირჩის" ლიდერის თქმით, გრძელდება კონსულტაციები, როგორც პარტიის შიგნით ისე სხვა პარტიებთანაც და ხდება სადამკვირვებლო მისიების მონაცემების გაცნობა. აღნიშნული განცხადება ზურაბ ჯაფარიძემ დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა:
"შესვლა-არშესვლის საკითხი დასმული იყო, ამაზე გადაწყვეტილება მიღებული არაა, არც ერთი პარტიის მიერ, არც "გირჩის" და არც სხვა პარტიის. "გირჩი" დარჩება საერთო ოპოზიციური შეთანხმება, რაც იქნება იმისი ერთგული, თუ ეგეთი გადაწყვეტილება იქნება "გირჩი" იქნება მაგ გადაწყვეტილების ერთგული, თუმცა ეგ საკითხი გადაწყვეტილი არაა, უბრალოდ განხილული იყო. ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს პარტიის შიგნითაც და პარტიებიც. ვნახულობთ და ვეცნობით იმ განცხადებებს, რომელსაც აკეთებენ სადამკვირვებლო მისიები საერთაშორისო თუ ადგილობრივები და ამის ფონზე მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, სავარაუდოდ პროტესტი აქციების სახესაც მიიღებს.