ვიმედოვნებთ, ხმის მიცემის პროცესი იქნება თავისუფალი, არ იქნება დაშინება, ძალადობა. განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან.
მისი თქმით, ის რომ ხმის მიცემის პროცესი თავისუფალი უნდა იყოს და ადგილი არ ჰქონდეს ძალადობას, დაშინებას, ყველა პარტიის პასუხისმგებლობაა.
"2020 არჩევნების დღე დიდი დღეა. ბევრი ადამიანის მსგავსად, დღეს დიდი სამუშაო დღე მექნება. ყველა დემოკრატიისთვის განსაკუთრებული მომენტია, როდესაც ამომრჩეველი ხმას აძლევს იმას, ვინც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა მართოს ეს ქვეყანა. საარჩევნო უბანზე არსებული ვითარება საზეიმო განწყობას მიქმნის, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ვიმედოვნებთ, არჩევნები ისევე კარგად ჩაივლის, როგორიც დღეს ამინდია. არის სასიამოვნო ამინდი და არც ისე სიცხეა და არც სიცივე. სხვა უბნებსაც ვესტუმრები და ასევე, შევხვდები ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. შეხვედრა იქნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან და სხვებთან. ვიმედოვნებთ, ვნახავთ შესაძლებლობას, რომ შეძლებისდაგვარად ბევრი ადამიანი მისცემს ხმას ნებისმიერი რისკის გარეშე, რაც დაკავშირებულია კოვიდსიტუაციასთან და ყველაფერი უსაფრთხოდ ჩაივლის", – განაცხადა კარლ ჰარცელმა.