ავტოსაგზაო შემთხვევას გორის სიახლოვეს 5 ადამიანი ემსხვერპლა.
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა.
ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი, რომლებიც კლინიკა "გორმედში" არიან გადაყვანილნი.
როგორც იუწყებიან, დაშავებულთაგან რამდენიმე უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.