შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებულია, კორონავირუსის ვაქცინა უახლოეს თვეებში მზად იქნება, "სავარაუდოდ ვერ შევძლებთ ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას მომავალი წლის ბოლომდე, ან იქნებ 2022".
"თუ ჩვენ მოვახერხებთ, 2021 წლის მეორე ან მესამე ნახევრისთვის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ვაქცინაციას, ვფიქრობ, 2021 წლის ბოლომდეც ან შეიძლება, სულაც შემდეგ წლამდე ვერ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას", - თქვა ფაუჩიმ.
ფაუჩის თქმით, ამერიკაში პოლიტიკურმა პოლარიზებამ და ეკონომიკური ზარალის შიშმა გავლენა მოახდინა იმაზე, თუ როგორ უმკლავდება ქვეყანა პანდემიას.
"როდესაც ჩვენ ვცდილობდით კვლავ გაგვეხსნა ეკონომიკა, დოქტორ დებორა ბირქსთან ერთად რეკომენდაციები შევადგინეთ, რომელის, ქვეყნის უსაფრთხოდ და გონივრულად გახსნას ითვალისწინებდა. ყველას ერთნაირად რომ შეგვესრულებინა რეკომენდაციები, ვფიქრობ, ახლა იმ ვითარებაში არ ვიქნებოდით, როგორშიც ახლა ვართ", - დასძინა მან.
ფაუჩის თქმით, საშინელებაა იყო იმ განხეთქილების მოწმე, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხების [იგულისხმება პირბადის ტარებასთან დაკავშირებული ორაზროვნება] ირგვლივ იყო შექმნილი.