ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა. 28 წლის ეკატერინე ფოლადიშვილი ღამე მისმა მეუღლემ აბაზანაში ყელგამოჭრილი იპოვა. აჩიკო კვეზერელი ბავშვის ტირილმა გააღვიძა. ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ, მისმა ძმამ მოკლა. შს სამინისტროს ინფორმაციის ეჭვმიტანილი 1983 წელს დაბადებული გიორგი ფოლადიშვილი უკვე დაკავებულია. ეკატერინე ფოლადიშვილი მეუღლესთან და წლინახევრის შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
ცნობილია მხოლოდ რომ ძმამ გვიან ღამით მოაკითხა დას ოჯახში და სთხოვა ფული 25 ლარი და მას შემდეგ რაც დისგან ფულის მიცემაზე უარი მიიღო მას 24 ჭრილობა მიაყენა. მკვლელობის მომენტში სახლში იმყოფებოდა ეკატერინე ფოლადიშვილის მეუღლე, თუმცა მას რაიმე საეჭვო ხმაური არ გაუგია. მეზობლებიც ამბობენ რომ არანაირი ხმაური მათ საღამოს არ გაუგიათ. ცნობილია, რომ მოკლულის ძმას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ეს პრობლემები ძალიან გამწვავდა დაახლოებით რვა თვის წინ, როდესაც გიორგი ფოლადიშვილის დედამ სასწრაფო დახმარების მანქანაც გამოიძახა და ის ასათიანი ქუჩაზე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით იგი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაიქცა.
არ არის გამორიცხული მკვლელობის მომენტში გიორგი ფოლადიშვილი ყოფილიყო ფსიქოტროპული მედიკამენტებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.
ცნობილია, რომ მკვლელი მკვლელობის ადგილიდან მიიმალა, ხოლო მოგვიანებით იგი პოლიციას თავად ჩაბარდა.
მკვლელობაზე დაწყებულია მოკვლევა განზრახ მკვლელობის მუხლით, რომელიც 20 წლიდან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეს ქალაქის მთავარი სამმართველო იძიებს.