ახალი ზელანდიის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ჯესინდა არდერნის ლეიბორისტულმა პარტიამ მოიპოვა გამარჯვება.
მემარცხენე-ცენტრისტულმა ლეიბორისტულმა პარტიამ ხმების 49% მოპოვება შეძლო, რითაც იგი საკანონმდებლო ორგანოს მანდატების უმრავლესობას მიიღებს.
ლეიბორისტული პარტია 120-ადგილიან პარლამენტში 64 მანდატს მიიღებს. მსგავსი მხარდაჭერა 1996 წლის შემდეგ ახალ ზელანდიაში არც ერთ პარტიას მიუღია.
ოპოზიციურმა მემარჯვენე ნაციონალურმა პარტიამ 27%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. მათ მარცხი აღიარეს და პრემიერ-მინისტრს გამარჯვება მიულოცეს.
საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა კოვიდ-19-ის ეპიდაფეთქების საშიშროების გამო მცირე ხნით გადაიდო.
ჯესინდა არდერნი ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრი 2017 წელს გახდა. პრემიერ-მინისტრისადმი მოსახლეობის კეთლგანწყობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც მისი თაოსნობით ახალი ზელანდიის მთავრობა წარმატებით გაუმკლავდა კორონავირუსის პანდემიას.