სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ბატონი მელაშვილი და ქალბატონი ილიჩოვა არიან პოლიტპატიმრები, - ამბობს პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ერთ-ერთი ლიდერი ლია მუხაშავრია.
მისი თქმით, მათი დევნა დაიწყო ოლიტიკური პროცესის დროს, რაც გადაიზარდა მათ დაპატიმრებაში.
"ასე რომ, ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ ბრალდება არის უსაფუძვლო, უკანაონო და დაუსაბუთებელი. მაგრამ, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე დღესვე ისინი გათავისუფლდებიან. მაგრამ ჩვენ ყველა, ვინც გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.
და რაც მთავარია, სწორედ საზოგადოების დაკვეთის და მედიის აქტიურობის შედეგია ის, რომ დაიწყო იმ ადამიანების დაკითხვა, ვინ ამ დელიმიტაციის საკითხებში თანამდებობრივად იყო ჩართული", - ამბობს მუხაშავრია.