იტალიის "იუვენტუსის" და პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება.
"კრიშტიანუ რონალდუ თვითიზოლაციაში გადავიდა მას შემდეგ, რაც მან კორონავირუსზე დადებითი ტესტი მიიღო", - ნათქვამია განცხადებაში.
პრესსამსახურის ცნობით, ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს, დაავადების მიმდინარეობა ამ ეტაპზე ასიმპტომურია.
14 ოქტომბერს პორტუგალიის ნაკრები შვედეთთან დაგეგმილ შეხვედრას ლისაბონში რონალდუს გარეშე ჩაატარებს.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელების ტესტი უარყოფითია.
ფოტო: EPA