საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პოლიტიკური პლატფორმიდან ”სტრატეგია აღმაშენებელი” თაკო ჩარკვიანი "ღამის კურიერის" ეთერში კასრების თემაზე აღნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გუნდის ნახევარზე მეტმა ამ თემის შესახებ არაფერი იცოდა.
"ნაციონალური მოძრაობის" გუნდის ნაწილმა კასრების ამბის არსებობა არ იცოდა. იცით თქვენ რაც იყო იმ გუნდის შეცდომა, მონოპოლიტიზირებული დამოკიდებულება.
შეუძლებელია გიორგი ვაშაძეს ამ თემებზე, რა ხდებოდა ადეიშვილთან კაბინეტში, ვერაფერი ვერ ეცოდინებოდა.
გამორიცხულია, რომ რაიმე პასუხისმგებლობა იკვეთებოდეს გიორგი ვაშაძეზე. ყველაფერი შედარებითია, როდესაც გუნდია და დომინანტია 5-6 კაცი, შენ იმას საჭეს ვერაფრით ვერ გამოართმევ გინდა მაოდგილე იყო და გინდა გუნდის წევრი”,- აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.