თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.
სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცა-დემარკაციის კომისიის 2 წევრი მოსამართლის განჩინებით გუშინ დააკავეს. მათ ბრალად 2007 წელს შესაძლო დანაშაულის ჩადენა ედებათ. გამოძიება ამტკიცებს, რომ მელაშვილიც და ილიჩოვაც შეგნებულად არ ხელმძღვანელობდნენ რუკის იმ ვერსით, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის გავლება საქართველოს ინტერესებს არ დააზიანებდა. პროკურატურის ინფორმაციით, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმების დროს ბრალდებულების მიერ 1938 წლის რუკის ნაცვლად 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკების გამოყენებამ ქვეყანა 3 500 ჰექტრის დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა.