ლიტერატურის დარგში 2020 წლის ნობელის პრემია მიენიჭა ამერიკელ პოეტს, ლუიზ გლიუკს. მან ჯილდო დაიმსახურა "თავისი განუმეორებელი პოეტური ხმისთვის, რომელიც მკაცრი მშვენიერებით ინდივიდუალურ არსებობას უნივერსალურად აქცევს".
ლუიზა გლუკი დაიბადა 1943 წელს ნიუ იორკში. ის ამჟამად მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯში ცხოვრობს.
ნობელის პრემიის ლაურეატები უკვე დასახელდნენ მედიცინისა და ფიზიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის სფეროებში.
დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს სტოკჰოლმში გაიმართება.