სომხეთს სურს სამხრეთ კავკასიაში მასშტაბური კონფლიქტის ზონა შექმნას, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიფ ერდოღანმა ყატარის მედიას განუცხადა.
"სომხეთი, რომელიც ყოველი შესაძლებლობისას ავლენს აგრესიასა და სიძულვილს თურქი ერის მიმართ, წარმოადგენს ყველაზე დიდ დაბრკოლებას რეგიონში, სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების გზაზე.
სომხეთის მცდელობა, სხვადასახვა ხერხით კონფლიტქში დაადანაშაულოს თურქეთი, სხვისი მიწების ოკუპირების ბოლო მცდელობისას მძიმე მარცხის შემდეგ, მისი სასოწარკვეთის გამოხატულებაა. სომხეთის ეს ქმედება წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ მას სურს რეგიონში მასშტაბური კონფლიქტის ზონის შექმნა", - განაცხადა ერდოღანმა.
მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უარი უნდა თქვას ორმაგ სტანდარტებზე, რომელსაც იყენებს ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ წლების განმავლობაში.