სახელგანთქმული ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, რომელიც საფრანგეთში მოღვაწეობს, ცნობილი ფრანგული საიუველირო კომპანიის, Cariter-ის სახე გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია Cartier-მა Instagram-ზე გაავრცელა.
"Cartier-ი სიამოვნებით წარმოგიდგენთ ცნობილ ქართველ პიანისტს ხატია ბუნიათიშვილს, როგორც ჩვენი კომპანიის საერთაშორისო ელჩს. ვამაყობთ, რომ დაკავშირებული ვართ თანამედროვების ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ არტისტთან", - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ ფაქტს ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"ჩემთვის დიდი პატივია და ბედნიერი ვარ, რომ ამ ლეგენდარული ბრენდის სახე გავხდი", - წერს ხატია ბუნიათიშვილი.