არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა მსხვილი ქალაქები მოსახლეობას სოციალური დისტანციის დაცვის, ფეხით გადაადგილებისა და ველოსიპედის აქტიური გამოყენებისკენ მოუწოდებს.
? მილანი, იტალია - 35 კმ.-იან კერძო ავტომობილების გადაადგილებისთვის განკუთვნილ ქუჩებზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, სრულად მოეწყო ფეხით მოსიარულე პირებისთვის განკუთვნილი სივრცე და ველობილიკები;
? პარიზი, საფრანგეთი - 50 კმ.-იანი კერძო ავტომობილების გადაადგილებისთვის განკუთვნილი ქუჩები, გადაკეთდა ველობილიკებად. ამასთანავე, ქალაქი გეგმავს 325 მლნ.$-ის გამოყოფას, რათა სრულყოფილი, განახლებული ველობილიკების ქსელი შეიმუშაოს;
? სიეტლი, აშშ. – 30 კმ.-იანი ქუჩა სრულად გადაიკეტა და ახლა მხოლოდ ველოსიპედებსა და ფეხით მოსიარულე პირებს შეუძლიათ გადაადგილება მოცემულ მონაკვეთზე;
? ბრიუსელი, ბელგია - 40 კმ.-იანი ტერიტორია სრულად ადაპტირდა და გადაკეთდა ფეხით მოსიარულე პირებისა და ველოსიპედების უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო პარამეტრების მიხედვით;
? მონრეალი, კანადა - ფეხით გადაადგილებისა და ეკო-მეგობრული ტრანსპორტით გადაადგილების წახალისებისთვის, გეგმავს ქალაქის მასშტაბით, 230 კმ.-ზე გრძელი საფეხმავლო და ველობილიკებით დაკომპლექტებული ქუჩების მოწყობას;
? ბოგოტა, კოლუმბია - 76 კმ.-იანი, კერძო ავტომობილების გადაადგილებისთვის განკუთვნილ ქუჩებზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, გაფართოვდა საფეხმავლე ტროტუარები და ველობილიკები, შევიწროვდა კერძო ავტომობილებისთვის განკუთვნილი სივრცე, რათა საზოგადოებას სოციალური დისტანციის დაცვა ქუჩაში გადაადგილების დროსაც შეეძლოთ;
? თბილისი, საქართველო - იქმნება ველოსიპედებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, რათა ქალაქში ერთიანი ქსელი შეიქმნას და ველოსიპედის გამოყენება ქალაქში მეტად კომფორტული და უსაფრთხო გახდეს.